Kadin hastaliklari bg img

მეანობა და გინეკოლოგია

ქალის ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და მკურნალობა

მეანობა და გინეკოლოგია წარმოადგენს მედიცინის მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც მოიცავს ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას, ასევე ორსულობის მონიტორინგსა და მშობიარობის მართვას.

თანამედროვე გინეკოლოგიური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები უზრუნველყოფს ქალის ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ გამოვლენასა და ეფექტურ მართვას.

Nano Medicine უზრუნველყოფს პაციენტებისთვის გინეკოლოგიური კონსულტაციების, დიაგნოსტიკური კვლევებისა და მკურნალობის პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას თურქეთის პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებსა და შესაბამის სპეციალისტებთან თანამშრომლობით.

რა მიმართულებებს მოიცავს მეანობა და გინეკოლოგია?

მეანობა და გინეკოლოგია მოიცავს ქალის ჯანმრთელობის მრავალ მიმართულებას — მოზარდობიდან მენოპაუზის პერიოდამდე.

ძირითადი მიმართულებები

გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
საშვილოსნოს მიომის, საკვერცხის კისტების, ენდომეტრიოზის, პოლიპების და სხვა გინეკოლოგიური პათოლოგიების შეფასება და მკურნალობა.

მენსტრუალური ციკლის დარღვევები
ჰორმონალური დისბალანსის, მენსტრუალური ციკლის დარღვევების და სხვა გინეკოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკა და მართვა.

გინეკოლოგიური ინფექციები
სასქესო გზების ინფექციების, ანთებითი პროცესებისა და HPV ინფექციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

გინეკოლოგიური ონკოლოგიის სკრინინგი
საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და საკვერცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის საჭირო კვლევების ჩატარება.

ორსულობის მონიტორინგი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა

მეანობა მოიცავს ორსულობის დაგეგმვას, მონიტორინგსა და დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის შეფასებას.

ძირითადი მიმართულებები

ორსულობის დაგეგმვა
ჯანმრთელობის წინასწარი შეფასება და რეკომენდაციები ორსულობის უსაფრთხოდ დაგეგმვისთვის.

ორსულობის მონიტორინგი
ორსულობის პერიოდში რეგულარული სამედიცინო კონტროლი, აუცილებელი კვლევები და ნაყოფის განვითარების შეფასება.

რეპროდუქციული მედიცინა და უნაყოფობის მართვა
ჰორმონალური კვლევები, ოვულაციის მონიტორინგი და თანამედროვე რეპროდუქციული მეთოდები, მათ შორის IVF და ICSI.

Nano Medicine-ის როლი

მკურნალობის პროცესი ეტაპობრივად

სამედიცინო ინფორმაციის შეფასება -პაციენტი გვიგზავნის არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციას (ანალიზები, კვლევები, დიაგნოზი). ჩვენი გუნდი ახდენს მათი წინასწარ შეფასებას და შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართებას.

  •  ექიმთან ონლაინ კონსულტაცია – საჭიროების შემთხვევაში ორგანიზდება ონლაინ კონსულტაცია ექიმთან, რომლის დროსაც განიხილება პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობის ვარიანტები და რეკომენდაციები.
  •  მკურნალობის გეგმის დაგეგმვა – პაციენტს ეწოდება დეტალური ინფორმაცია საჭირო კვლევების, პროცედურების, ოპერაციისა და სავარაუდო ხარჯების შესახებ.
  • მოგზაურობის დაგეგმვა – პაციენტის კლინიკაში ვიზიტის ორგანიზების პროცესში შესაძლებელია შემდეგი მხარდაჭერა:
  • აეროპორტიდან კლინიკამდე ტრანსფერის ორგანიზება
  • სასტუმროში განთავსების ორგანიზება პაციენტისა და თანმხლები პირისთვის
  • კლინიკაში ვიზიტებისა და კონსულტაციების დაგეგმვა

5. კლინიკაში მკურნალობის პროცესი

კლინიკაში ყოფნის პერიოდში Nano Medicine კოორდინაციას უწევს პაციენტის სამედიცინო პროცესს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს:

• სამედიცინო თარჯიმნის მხარდაჭერას
• პაციენტის ინფორმირებას მკურნალობის თითოეულ ეტაპზე

6. მკურნალობის შემდგომი მონიტორინგი

მკურნალობის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ექიმთან დისტანციური კონსულტაცია და რეკომენდაციების მიღება რეაბილიტაციისა და შემდგომი მონიტორინგისთვის.

ქალის ჯანმრთელობის უსაფრთხო და პროფესიული მხარდაჭერა

ქალის ჯანმრთელობის საკითხებში მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, რეგულარული მონიტორინგი და ინდივიდუალურად დაგეგმილი სამედიცინო მართვა.

Nano Medicine-ის მიზანია პაციენტებისთვის გინეკოლოგიური კონსულტაციების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესის ეფექტური კოორდინაცია, რათა მათ მიიღონ თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება თურქეთის წამყვან კლინიკებში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.